პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ როგორც პარტიის ლიდერი, ივანიშვილის უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და პასუხისმგებლობა აიღოს. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში "დამთავრდება უხერხული ღიმილი", რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ როლთან დაკავშირებულ კითხვებზე პოლიტიკოსების მხრიდან მოდიოდა.

"ამ ხუთი წლის განმავლობაში რომ ეკითხებოდნენ ამ პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილის როლზე და მორცხვად რომ პასუხობდნენ, ვერ გაიგებდი, აღიარებს ამ როლს თუ არ აღიარებს. გაუგებარია, ეს ცოტა დამორცხვებული მდგომარეობა ჩემი ქვეყნის თანამდებობის პირების, რომლებიც უნდა იყვნენ წელში გამართული იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ემსახურებიან. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? "დამთავრდება უხერხული ღიმილი". ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება ქართულ პოლიტიკაში ეგეც მიხარია", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და ოპოზიციასა და მინისტრად ყოფნის პერიოდში მასთან მუშაობა მოსწონდა.

"საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვის".

ამავე თემაზე: