მას ხატვა იტაცებს, თქვენ - ფილმები და კომპიუტერული თამაშები, თქვენი მეგობარი კი საქმიანი ადამიანია... სხვადასხვა ინტერესს შესაძლოა ერთი რამ აერთიანებდეს - ეს Lenovo-ა. რატომ Lenovo? რადგან მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია, შეთავაზებების დიაპაზონი კი - უსაზღვრო.

კომპანიის ცნობილი Yoga-ს, Legion-ისა და ThinkPad-ის ახალი მოდელების შეძენა უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია. ინოვაციური პროდუქტები Lenovo საქართველომ შთამბეჭდავად წარადგინა. პრეზენტაციაზე, რომელიც რესპუბლიკაში გაიმართა, კომპანიის ბრენდის ფერები წითელი, შავი და თეთრი დომინირებდა. ფერთა შეხამებას პროდუქტების დახვეწილი დიზაინი და წარდგენა ერთვოდა, თუმცა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი ახალი მოდელების გამოცდა აღმოჩნდა.

თითოეულ სტუმარს Legion-ის უძლიერეს მანქანებზე თამაში და გართობა, მოქნილ და თანამედროვე Yoga-ს უახლეს Yoga Book C930-ზე კი - ხატვის გამოცდა შეეძლო, გამძლეობით ცნობილ ThinkPad-ს ტესტირება კაკლის მტვრევით, იატაკზე დაგდებით, ნოუთბუქზე ფეხით შედგომით და კლავიატურაზე ღვინის დასხმითაც მოუწყვეს, რადგან ადამიანების წარმოდგენები შეუზღუდავია და ThinkPad მას მომზადებული დახვდა.

YOGA-ს ინოვაციური 2-1-ში მოწყობილობები, რომლებიც დახვეწილი დიზაინით ნამდვილად მოგხიბლავთ, გამოირჩევა მაღალი წარმადობით და კომპაქტურობით. YOGA-ს ნოუთბუქები მომხმარებელს მუშაობის ოთხ რეჟიმს სთავაზობს: პლანშეტი, ტენტი, სტენდი და ლეპტოპი. საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ახალი YOGA Book C930, ასევე YOGA 530 და YOGA 730.

უნიკალური ახალი თაობის მოწყობილობა YOGA Book C930 ულტრა თხელი და მსუბუქია. ის მსოფლიოში პირველი ყველაზე თხელი ნოუთბუქია, რომელიც ორი ეკრანით არის აღჭურვილი. ერთ-ერთი მათგანი ელექტრონული მელნის, E Ink ტექნოლოგიით მუშაობს, აქვს მაღალი რეზოლუციის ქაღალდის მსგავსი ეკრანი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ელექტრონულ წიგნის სახით.

ძირითადი 10.8 IPS ეკრანი ბლოკნოტის, ხელით სახატავი პლანშეტის და ვირტუალური კლავიატურის ფუნქციებს ასრულებს. მე-7 თაობის Intel® Core™ პროცესორის წყალობით YOGA Book C930 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოუთბუქია პასიური გაგრილებით. 2K QHD ეკრანი, 2 დინამიკი და მაღალი ხარისხის DolbyAtmos® მოცულობითი ჟღერადობით გაძლიერებული ხმა ფილმის ყურების თუ მუსიკალური ტრეკების მოსმენისას რეალური დასწრების ეფექტს იძლევა. YOGA Book C930 - ის ეკრანი 360°-ით ტრიალებს და შესაბამისად კომფორტულად კითხვის და ვიდეოს ყურების შესაძლებლობა იძლევა.

LEGION თანამედროვე დიზაინის და მძლავრ სათამაშო ნოუთბუქებს აერთიანებს - ის ნამდვილად დააკმაყოფილებს მათ სურვილებს, ვისაც უყვარს კომპიუტერული თამაშები და ასევე აფასებს ნოუთბუქის ძლიერ მახასიათებლებს და დიზაინს.

ახალი LEGION ნოუთბუქი სახლის გასართობი ცენტრიცაა და სამუშაო მაგიდაზეც იდეალურად გამოიყურება, ამ ნოუთბუქით თავისუფლად შეგიძლიათ წაბრძანდეთ საქმიან შეხვედრაზე. საქართველოს ბაზარზე უკვე შესაძლებელია Legion-ის უახლესი მოდელების Legion Y530 - ისა და Legion Y730 - ის შეძენა.

ლეგენდარული ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს ინოვაციურობით. გულგრილს არც ამჯერად დაგტოვებთ, ის ხომ ყველაზე გამძლე ნოუთბუქად არის აღიარებული, თქვენ ალბათ უკვე იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ThinkPad 1993 წლიდან მუშაობს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში - NASA.

ვარდნის მძიმე შედეგებისგან იგი დაცულია სპეციალური შენადნობებით გამყარებული კორპუსით. ThinkPad 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგ - შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo ThinkPad-ის სანდოობა აშშ-ს სამხედრო სტანდარტის ტესტებით არის გამყარებული და ამაზე მეტ არგუმენტს, ალბათ, ვერც მოგიყვანდით. ამის შემდეგ არც ის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, "ტემპერატურული შოკი", დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა და მტვერი.

გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგ მოდელებს: ThinkPad X1 Carbon, ThinkPad X1 Yoga, ThinkPad T480s, ThinkPad A485, ThinkPad E480, ThinkPad E580, ThinkPad X280, ThinkPad X380, ThinkPad T580 გაეცანით და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთეთ.

დღეს Lenovo მსოფლიო ლიდერია სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. კომპანია #1-ია პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში. Lenovo-ს წამყვანი პოზიციები უჭირავს ასევე საქართველოშიც.

Lenovo-ს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში 57 000 თანამშრომელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება მომხმარებელს. მისი მაღალტექნოლოგიური პროდუქტები შთააგონებენ და ეხმარებიან ადამიანებს განახორციელონ თავიანთი ყველაზე თამამი იდეები.