იმედის მსგავსად საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული — მონიტორინგის ანგარიში
2018 წელს წინა ორ წელთან შედარებით მედიასაშუალებების პოლარიზაციამ პიკს მიაღწია. ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში საარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მიგნება.
მონიტორინგის მიხედვით, იმედის მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში — არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ.
"რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ როგორც იმედი, ისე პირველი არხი ხელისუფლების ნარატივის გატარებას ცდილობდა. ეს განსაკუთრებით ტოქშოუებში იგრძნობოდა. მინისტრების თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა სტუმრობისას ნაცვლად ცხარე დისკუსიისა და კრიტიკული კითხვებისა, წამყვანები ფაქტობრივად ზოგად თემებზე საუბარს სთავაზობდნენ, რათა რესპონდენტებს სასურველი მიმართულებით განევრცოთ და ეთერი საკუთარი მოსაზრებების გასავრცელებლად გამოეყენებინათ", — აღნიშნულია კვლევაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, წელს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა რუსთავი 2, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ობიექტივი. ანგარიშის მიხედვით, TV პირველი ცდილობს იყოს მიუკერძოებელის ტელევიზიის ადგილის დაკავებას, ობიექტივი კი პატრიოტთა ალიანსის პლატფორმა იყო.
"ზოგადად სიღრმისეული გაშუქება მიმდინარე ამბების და ტოქშოუებში საკითხების ანალიზის დაბალი ხარისხი ქართული ტელემედიის გამოწვევად რჩება", — აღნიშნულია კვლევაში.
ანგარიში მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები