ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი პარამოფარიკავესთვის ეს კარიერაში მე-13 ოქროა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელი ოლენა ფედოტა დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი ტაილანდელმა, საისუნე ჯანამ მოიპოვა.