2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი დღის დაგვიანებით, დღეს 13 დეკემბერს დაამტკიცეს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გუშინ უნდა მიეღოთ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო პროცესი ჩაიშალა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა დარბაზში 67 დეპუტატი იყო.

ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა ვერ მოხერხდა 13 ნოემბერსაც.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, 2019 წლის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მლნ ლარია, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 600 მლნ ლარით იზრდება.

ბიუჯეტის პროექტით პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურის სფეროები. საპარლამენტო უმცირესობამ 2019 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

არჩევნების შემდეგ საქართველოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა და პარლამენტის საიტზეც ახალი დოკუმენტი აიტვირთა. პარლამენტმა კორექტირებული ვარიანტის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო.

კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებად 9 მილიონ 800 ათასის ნაცვლად 6 მილიონით განისაზღვა.

ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც.

ქვეყნის მთავარი ფინანსური პროექტის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია და მის მხარდაჭერას არ აპირებს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს აინტერესებდათ, რატომ არ ზრდის პენსიას მთავრობა მინიმუმ 40 ლარით.

კრიტიკული იყო შეფასებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებთან მიმართებაში. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობებში 2018 წელს სერიოზული ჩავარდნა იყო.

ამავე თემაზე:

ქვეყნის მთავარი ფინანსური პროექტის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია და მის მხარდაჭერას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აინტერესებდათ რატომ არ ზრდის პენსიას მთავრობა მინიმუმ 40 ლარით. რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მოქალაქეთა დახმარება ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის.

კრიტიკული იყო შეფასებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებთან მიმართებაში. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობებში 2018 წელს სერიოზული ჩავარდნა იყო.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ სესხებით დაფინანსებულ პენსიებს „დიდი დღე არ უწერია“.