გუგლმა 2018 წლის ყველაზე დაგუგლვადი მსახიობების სია გაასაჯაროვა. ათეულში მოხვედრილი ადამიანების უმრავლესობა ბევრისთვის ნაცნობი მსახიობია, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა ვინაობის გასაგებადაც კიდევ ერთხელ მოგვიწევს მათი დაგუგლვა.

10. როზანა ბარი

მსახიობის სახელი მას შემდეგ გახდა დაგუგვლის მთავარი მიზეზი, რაც ABC-მ ის რასისტული ტვიტის გამო სამსახურიდან გაუშვა, მოგვიანებით კი შოუ მის გარეშე გააგრძელეს.

9. საფნა ჩუდჰარი

საფნა ჩუდჰარი ინდოელი მოცეკვავე და მსახიობია, რომელიც პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი მონაწილეობით ინდური ფილმის 2.0 ტრეილერი გამოქვეყნდა.

8. გარი ოლდმანი

გარი ოლდმანმა 2018 წელს კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. ფილმში Dark Hour ის უინსტონ ჩერჩილის როლს ასრულებს.

7. ელისონ მაკი

ელისონ მაკის სახელი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც Smallville-ის მსახიობს სექს-ტრეფიკინგის ბრალდება წაუყენეს. მაკი სექსუალურ ტრეფიკინგში ქალების ჩართვის ბრალდებით 21 აპრილს დააკავეს.

6. დონალდ გლოვერი

დონალდ გლოვერი [იგივე Childish Gambino] რეჟისორი, კომიკოსი, მუსიკოსი და მსახიობია. ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ჰიტი This Is America გამოუშვა.

5. ნოა ჩენტინეო

მას შემდეგ, რაც ნოა ჩენტინეო ნეტფლიქსის ფილმებში, To All the Boys I've Loved Before და Sierra Burgess Is a Loser გამოჩნდა, ის თინეიჯერებში ყველაზე პოპულარული ბიჭი გახდა. მისი სახით ინტერნეტს ახალი გულთამპყრობელი ჰყავს.

4. ბილ კოსბი

81 წლის ამერიკელ მსახიობს ბილ კოსბის სასამართლომ სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

3. პიტ დევიდსონი

პიტ დევიდსონის გაპოპულარულებაში დიდი როლი მიუძღვის არიანა გრანდეს. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ, ნიშნობის გამოცხადებიდან ოთხ თვეში კი დაშორდნენ.

2. ლოგან პოლი

ამერიკელი მსახიობისა და ვიდეობლოგერის, ლოგან პოლის სახელი მას შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი, რაც მან იაპონიის თვითმკვლელთა ტყეში ვიდეო გადაიღო. ვიდეოში, რომელსაც რამდენიმე საათში ექვს მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, პოლი იმ ადამიანებზე ხუმრობდა, ვინც თავი მოიკლა და მეტიც, იქ ნაპოვნ ცხედარს დასცინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგანმა კრიტიკის შემდეგ ბოდიში მოიხადა, Youtube მასთან თანამშრომლობაზე დღემდე უარს ამბობს.

1. სილვესტერ სტალონე

მსახიობი არასდროს უჩიოდა პოპულარობას, თუმცა მას შემდეგ, რაც რემბოს მეხუთე ნაწილი დააანონსა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.