დროა, კალენდარი მოიტანოთ და თარიღი მოინიშნოთ — 2020 წლის 6 მარტი.

სწორედ ამ დროს გამოვა ეკრანებზე დისნეისა და პიქსარის ანიმაციური ფილმი - Onward, რომელშიც მთავარ პერსონაჟებს კრის პრატი, ტომ ჰოლანდი, ოქტავია სპენსერი და ჯულია ლუის-დრეიფუსი გაახმოვანებენ.

ფილმი ორი თინეიჯერი ელფი ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გადაწყვეტენ, გაიგონ, ისევ არსებობს თუ არა მსოფლიოში ჯადოქრობა.

ანიმაციას Monsters University-ის რეჟისორი დენ სკენლონი გადაიღებს.