კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტში ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტს კენჭი ვერ უყარეს. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა დარბაზში 67 დეპუტატი იყო. პლენარული სხდომა 13 დეკემბრისთვის გადაიდო.

კვორუმის არარსებობის გამო ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა ვერ მოხერხდა 13 ნოემბერსაც.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, 2019 წლის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მლნ ლარია, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 600 მლნ ლარით იზრდება.

ბიუჯეტის პროექტით პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურის სფეროები. საპარლამენტო უმცირესობამ 2019 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

არჩევნების შემდეგ საქართველოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა და პარლამენტის საიტზეც ახალი დოკუმენტი აიტვირთა. პარლამენტმა კორექტირებული ვარიანტის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო.

კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებად 9 მილიონ 800 ათასის ნაცვლად 6 მილიონით განისაზღვა.

ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც.

ამავე თემაზე: