ბინის შეძენისა და ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლის პროცესი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს პროცესი ერთდროულად შეიძლება სახალისო, ამაღელვებელი, სანერვიულო და საშიშიც იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინას პირველად ყიდულობთ.

ახალი ბინის შეძენისას უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ შევკრიბეთ პროფესიონალი არქიტექტორების რჩევები და მითითები, რომლებიც ბინის შეძენისას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

1. გამჭოლი განიავება

გამჭოლი განიავება მარტივი და ეფექტური გზაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ საკუთარი ბინა ეფექტურად გაანიავოთ. აღნიშნული მეთოდი უფასოა და არც დამატებით ტექნიკას საჭიროებს, შესაბამისად, ენერგიის დანახარჯიც მინიმალურია. მთავარია, რომ თქვენი ბინის დაგეგმარებისას არქტიექტორს აღნიშნული საკითხი გაეთვალისწინებინა.

გამჭოლი განიავებისას ბინაში ქარი ერთი კონკრეტული ფანჯრიდან ან კარებიდან შემოდის, შემდეგ ის ყველა ოთახში თანაბრად ნაწილდება, რომლებში არსებული ფანჯრებიდანაც ის ბინას ისევ ტოვებს, შედეგად კი ეფექტურად განიავებულ სახლს ვიღებთ. გამჭოლ განიავებას დიდი გავლენა აქვს სახლში არსებული ჰაერის ხარისხზეც.

2. ენერგოეფექტურობა

ფოტო: Polar Bear Jack's

თუ გსურთ, რომ ზამთარში თქვენი სახლი ადვილად გათბეს, ხოლო ზაფხულში ადვილად გაგრილდეს, კომუნალური გადასახადები კი შემცირდეს, საჭიროა, რომ თქვენი ბინა და საცხოვრებელი შენობა ენერგოეფექტური იყოს.

ამჟამად ადამიანების უმეტესობა სახლის გასათბობად და გასაგრილებლად იმაზე ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე საჭიროა. კარგი თბოიზოლაციის მისაღწევად რამდენიმე სხვადასხვა გზა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი სახლის მშენებლობისას გამოყენებული მასალაა.

სახლი, რომლის შეძენაც გსურთ, აუცილებელია, რომ თბოსაიზოლაციო ბლოკით იყოს აშენებული. ასეთი მასალით აშენებული სახლი გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო ეკონომიური და კომფორტულია.

3. ხანძარმედეგობა

ფოტო: Shutterstock

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სახლის ყიდვისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ხოლო რაც უფრო მეტი საფრთხისგან იქნება თქვენი სახლი დაცული, ღამეც მით უფრო მშვიდად დაგეძინებათ.

ხანძარმედეგი მასალების გამოყენებისას, ბინებს შორის ცეცხლის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. თქვენი ბინის გარეთ გაჩენილი ცეცხლი თქვენს სახლს საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან ცეცხლგამძლე მასალა მაღალ ტემპერატურას საკმარისი დროის განმავლობაში უმკლავდება.

4. ორიენტაცია და სინათლე

ფოტო: Shuttersto

დამტკიცებულია, რომ მზე და სინათლე ადამიანის ხასიათზე, პროდუქტიულობასა და ენერგიულობაზე კარგ გავლენას ახდენს. თუ ბინაში ოთახებს ვიწრო და პატარა ფანჯრები აქვს, ამან შეიძლება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედოს.

თქვენ შეიძლება მზის ჩანაცვლება ხელოვნური სანათებით სცადოთ, თუმცა ბუნებრივ სინათლეს ვერაფერი შეედრება.

ვინაიდან სინათლის ინტენსივობა და რაოდენობა ბინის ორიენტაციაზეც არის დამოკიდებული, საძინებლები სასურველია აღმოსავლეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყოს მიმართული, სამზარეულო და მისაღები კი, შესაბამისად, ჩრდილოეთით ან ჩრდილოეთ-დასავლეთით.

5. პარკინგი

ფოტო: U-parking

1960-იან წლებში დედამიწაზე სულ რაღაც 125 000 მანქანა იყო, დღეს კი მანქანების რიცხვი მილიარდს აჭარბებს. 2030 წლისთვის მანქანების რაოდენობა სავარაუდოდ ორ მილიარდს მიაღწევს. ამიტომ პირადი პარკინგის ქონა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

პარკინგი ყოველდღიურად უამრავ დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ. თანაც, თქვენი ავტომობილი უსაფრთხოდ იქნება და მოღრუბლული ამინდისაც აღარ შეგეშინდებათ.

6. ხედი და ჰაერის ხარისხი

ფოტო: Next Door

დამტკიცებულია, რომ ბუნებას ჩვენზე კარგი გავლენა აქვს. ბუნებაში სეირნობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ბუნების დადებითი ეფექტი შეგიძლიათ მაშინაც იგრძნოთ, თუ მას უბრალოდ უყურებთ, თუნდაც შორიდან.

როგორი მოსახერხებელიც არ უნდა იყოს დაბალი სართულები, ბინის შეძენა მაღალ სართულზე ყოველთვის უფრო მომგებიანია. მთავარი მიზეზი კი ხედი და ჰაერის ხარისხია.

მაღალ სართულებზე ჰაერის ხარისხი თითქმის ყოველთვის უკეთესია, ვიდრე დაბალ სართულებზე.

7. გეგმარება

ფოტო: Next Door

მოუწევთ თუ არა სტუმრებს სახლში შემოსვლისას თქვენი არეული საძინებლის გავლა? რამდენად განცალკევებულია სამზარეულო და ტუალეტი?

ოთახების რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება, მათი ფუნქცია იყოს. სახლის შეძენისას დარწმუნდით, რომ ოთახების განლაგება ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს და უხერხულ სიტუაციებს არ შეგიქმნით.

8. აივნები და ვერანდები

ფოტო: Shutterstock

სასურველია, რომ საძინებელ ოთახებსა და მისაღებს დამოუკიდებელი აივნები ჰქონდეს, ეს სხვადასხვა დანიშნულების სათავსოების იზოლირებასა და შენარჩუნებას გაგიადვილებთ.

აივნები სახლს ღირებულებასა და სივრცეს მატებენ. აივანზე შეგიძლიათ გაზარდოთ მცენარეები, ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი, მიეფიცხოთ მზეს და განიტვირთოთ. აივანი მწეველთათვისაც ხელსაყრელია - ის ოჯახის სხვა წევრებსა და სახლს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისა და უსიამოვნო სუნისგან იცავს.

9. კეთილმოწყობა

ცხოვრებაში ალბათ მოხვედრილხართ ისეთ საძინებელ ოთახში, რომელშიც ლოგინთან როზეტი არ არის, ხოლო შუქის ჩასაქრობად ლოგინიდან ადგომაა საჭირო. ეს შეიძლება თქვენთვის საკმაოდ გამაღიზიანებელი იყოს.

სახლის შეძენისას აუცილებელია, რომ თვალთახედვიდან არ გამოგეპაროთ ისეთი საკითხები, როგორიც არის სველი წერტილების, გათბობისა და ელექტროობის დაგეგმვა. ბინის შეძენის პროცესში უმჯობესია დაიხმაროთ კონკრეტულ სფეროში (მაგ. ელექტროობა) მომუშავე პროფესიონალები, რომლებიც სახლს თქვენი სურვილისამებრ მოაწყობენ.

10. ადგილმდებარეობა და ტრანსპორტი

ფოტო: Shutterstock

ღირს თუ არა კარგი სახლის შეძენა, თუკი მასთან მისასვლელად საათები დაგჭირდებათ?

ადამიანები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ისედაც სამსახურში ვატარებთ, ხოლო დარჩენილი თავისუფალი დროის საცობებში გაფლანგვა ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

გასათვალისწინებელია სამეზობლოც. არის თუ არა თქვენი სახლის გარშემო გამწვანება? არის თუ არა თქვენი ბინის გარშემო მაღაზიები? რამდენად შორს მოგიწევთ წასვლა შაბათ დილას პურის საყიდლად?

ბინის ძებნისას ოთახების რაოდენობა, ფართის სიდიდე და ფასი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ.

არ უნდა დაგავიწყდეთ ისეთი "წვრილმანებიც", როგორიც არის განათება, პარკინგი და უსაფრთხოება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ბინის შეძენის შემდეგ თქვენი ცხოვრების ხარისხზე ყოველდღიურად დიდ გავლენას მოახდენს.

თუკი ახლაც ბინის ძიების პროცესში ხართ, პროფესიონალი არქიტექტორების ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ისეთი მშენებარე კომპლექსები, რომლებშიც ყველა ეს დეტალი გათვალისწინებულია, თბილისშიც შენდება. ამის კარგი მაგალითია კომპანია ნექსთდორის მშენებარე პროექტი ატენზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.