თბილისის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფციის ვიდეო გაავრცელა. კონცეფცია ესტონურმა კომპანია კოკო არქიტექტსმა (KOKO architects) შეიმუშავა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.