ახალი წელი საჩუქრებისა და პატარ-პატარა ჯადოქრობების დროა. თუ საჩუქრების გაცემა მიღებაზე არანაკლებ გსიამოვნებთ, მაშინ თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს: საქართველოს ბანკის Secret Santa, რომელსაც წელსაც უამრავი ადამიანი ელოდა, უკვე დაიწყო.

ამის შესახებ კი საქართველოს ბანკის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოთი შევიტყვეთ:

ტრადიციულად, ყველას შეუძლია გახდეს სანტა. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. საყოველთაო მხიარულებაში ჩასართავად უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე SecretSanta.ge. რეგისტრაცია სულ მალე გაიხსნება.

ადრესატისთვის გასაგზავნი საჩუქარი ქართული პროდუქციიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ და ამით ქართველ მეწარმეებსაც დაუჭიროთ მხარი.

საჩუქრებს ადრესატებთან საქართველოს ფოსტა მიიტანს.