თბილისში მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. როგორც შსს-მ On.ge-ს უთხრა, მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. უწყებაა სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მუშა კომპანია სვეტის მშენებარ კორპუსიდან გადმოვარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.