ცოტა ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთ არხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც მაყურებელს რუსეთის მიერ წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური რობოტის, ბორისის შესახებ უყვებოდნენ.

ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ჭკვიანმა მოწყობილობამ ცეკვა და ლაპარაკიც კი ისწავლა.

ყურადღებიან ბლოგერებს არ გამოჰპარვიათ, რომ რობოტის ტანსაცმელზე გარე სენსორები არ ჩანდა და ბორისი ბევრ ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა.

ძალიან მალე კი სოციალურ ქსელში რობოტის ახლო ხედით გადაღებული ფოტოც გამოჩნდა, სადაც გარკვევით ჩანს, რომ რობოტის შთამბეჭდავი კორპუსის მიღმა არც მეტი, არც ნაკლები ადამიანი იმალებოდა.

დიახ, ფორუმზე, სადაც ყოველწლიურად ტექნოლოგიური გამოგონებების პრეზენტაცია ხდება, რუსეთის მიერ წარმოდგენილი "მაღალტექნოლოგიური" რობოტი, სინამდვილეში, გადაცმული კაცი აღმოჩნდა, რომელსაც 3000-ევროიანი კოსტიუმი ეცვა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ შემთხვევაზე Boston Dynamics-ის ინჟინრები, რომელთაც მუხლჩაუხრელი მუშაობა უწევთ იმისთვის, რომ რობოტს ახტომა ან კარის გაღება ასწავლონ.