ჯეიმს აპატურაი: რუსეთთან დიალოგი მათი ქცევის შესაცვლელად გვინდა
"ალიანსის წევრებმა აღიარეს, რომ ჩვენ ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე ვართ რუსეთთან", — ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
აპატურაის განცხადებით, მათ სურთ რუსეთთან დიალოგი იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რაც ბოლო დროს უარესდება:
"ჩვენ ვიყენებთ ამ დიალოგს, რათა ვუთხრათ მათ, რომ უნდა შეცვალონ ქცევა და ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა. გულახდილად გეტყვით, ეს სრულ ევროატლანტიკურ საზოგადოებას სურს, მათ შორის, საქართველოს, მას შემდეგ რაც ისინი დაიცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპს, პატივს სცემენ თავიანთ მეზობლებს და ჩვენ".
აპატურაის თქმით, სტუდენტების კითხვების ძირითადი ნაწილი სწორედ იმას შეეხებოდა, თუ რამდენად მისცემენ რუსეთს მოქმედებების გაგრძელების საშუალებას:
"ალიანსის წევრებს შორის აღიარებულია ის ფაქტი, რომ რუსეთი არ ცვლის თავის ქცევის ტაქტიკას. ინციდენტები რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში, სკრიპალის მოწამლვა დიდ ბრიტანეთში. რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს კოლექტიურ თავდაცვას, ასევე, ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, უპირველესყოვლისა საქართველოს, უკრაინას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დასავლეთ ბალკანეთს, ვაძლიერებთ კიბერუსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვინდა დიალოგი".
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისს დღეს, 12 დეკემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები