საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ქონება მიმდინარე წელს $175 მილიონით შემცირდა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ივანიშვილის საკუთრებაში, არსებული აქტივების ჯამური ღირებულება, წლის დასაწყისში $5,8 მილიარდ შეადგენდა, ამ დროისთვის აქტივების ჯამური ფასი დაახლოებით $175 მილიონით ნაკლებია და მხოლოდ $5,6 მილიარდს შეადგენს.

კლების ტენდენცია, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იწყება და პიკს დეკემბრის მიმდინარე დღეებში აღწევს. 2018 წლის მონაცემებით, ივანიშვილისთვის ყველაზე შემოსავლიანი თვე იანვარი იყო, ამ დროს ყოფილი პრემიერის ქონების ღირებულებამ $5,9 მილიარდი შეადგინა.

ბიძინა ივანიშვილის, ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი, რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში.

ივანიშვილმა თავისი ქონების, მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ამ პერიოდში მან ივანიშვილმა აქტივების გაყიდვების შემდეგ $2,6 მილიარდის მობილიზება შეძლო. ივანიშვილის ქონების ზრდის მეორე ტალღა 2012 წელს ემთხვევა. პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილმა რუსეთში დარჩენილი სხვა აქტივებიც გაასხვისა, რის შემდეგაც მისი ქონება $1,5 მილიარდით გაიზარდა.

წლევანდელი კლების მიუხედავად, ივანიშვილისთვის უფრო ცუდი 2016 წელი იყო, მაშინ მილიარდელის ქონებამ $5,3 მილიარდი შეადგინა. ბიზნესმენისა ქონების მაქსიმალური ღირებულება, 2013 წელს მოდის ამ დროისთვის მისი ქონება $6,4 მილიარდს გაუტოლდა. 2013 წელთან შედარებით ივანიშვილის ქონება დაახლოებით $800 მილიონით არის შემცირებული.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავინდებურად ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქისა და ერთადერთი მილიარდელის სტატუსს ინარჩუნებს. ბიძინა ივანიშვილის, ამჟამინდელი ქონება საკმარისია: 4,5 მილიონი უნცია ოქროს, დაახლოებით, 100 მილიონი ბარელის ნავთობის შესასყიდად. ივანიშვილის ქონება ასევე, სრულად დაფარავდა საქართველოს სახელმწიფო ხარჯებს 430 დღის განმავლობაში.