ვერა ფიშერის ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. ის პოპულარული გახდა სერიალებით - ოჯახური ურთიერთობები და კლონი.

ფიშერი ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მსახიობად ითვლება. 1969 წელს ის მის ბრაზილია გახდა, 1980 - 2000-იან წლებში კი ბრაზილიის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი ფოტოები რამდენჯერმე გამოჩდა ფლეიბოსის ყდაზეც.

რამდენადაც წარმატებული იყო მისი კარიერა, იმდენად არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ფიშერს სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილებზე მეურვეობა ჩამოართვეს.

2014 წელს ვერა საავადმყოფოშიც მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში ექიმები მის გადასარჩენად იბრძოდნენ. საბოლოოდ, ფიშერი გამოჯანმრთელდა და საქმესაც დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვერა გამოჯანმრთელდა, ის მაინც იშვიათად ჩნდება ეკრანზე და ძირითად დროს თეატრს უთმობს. ამას ემატება ისიც, რომ გადატანილი ინსულტის შემდეგ დღემდე უჭირს გამართულად მეტყველება.

67 წლის ასაკში კი გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად გადატანილი ავადმყოფობებისა და დრამატულად განვითარებული პირადი ცხოვრებისა, კვლავ შეუდარებელ ფორმაშია და ეკრანზე თავიდან ბოლომდე დასაბრუნებლადაც მზად არის.