დღეს გალფმა ბათუმში 2 ახალი ავტოგასამართი სადგური და მაღაზია საზეიმო ვითარებაში გახსნა. დღეიდან გალფი 60 მაღაზიასა და 147 ავტოგასამართ სადგურს გააერთიანებს საქართველოს მასშტაბით.

ახალი ობიექტები ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე და აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კომპანიამ ბათუმში 20 თეთრამდე ფასდაკლება დაიწყო რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფასდაკლებით სარგებლობა გალფ კლუბის წევრებს ბათუმში არსებულ გალფის სამ ავტოგასამართ სადგურზე შეეძლებათ რომლებიც ბაგრატიონის, ლერმონტოვის და აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობენ.