გახსოვთ 2000 წელს გადაღებული ფილმი საძაგელი კოიოტი?

ფილმი გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული და დღემდე ასეა. ფილმში მთავარ როლებს ტაირა ბენკსი, პაიპერ პერაბო, ჯონ გუდმენი, მარია ბელო, იზაბელო მიკო და სხვა მსახიობები ასრულებენ

გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ შესაძლოა ფილმის მეორე ნაწილმა დღის სინათლე მალე იხილოს

ბენკსმა ამ თემაზე ჟურნალ People-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ბედნიერი იქნება თუ საბოლოოდ გადაწყდება ფილმის სიქუელის გადაღება

ტაირამ ისიც აღნიშნა, რომ გაუხარდება თუ ბარის ახალი მფლობელის როლს არც მეტი, არც ნაკლები ლედი გაგა შეასრულებს

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მერილიც ითამაშებს ფილმში და ბარის ერთ-ერთი თანამშრომლის როლს ითამაშებს

თუ სტრიპის სამსახიობო მონაცემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ამ როლსაც იდეალურად მოირგებს

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფილმის შემქმნელები, იქნება თუ არა კოიოტის მეორე ნაწილი და ითამაშებენ თუ არა იქ გაგა და სტრიპი