დღეს, 12 დეკემბერს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მედიასთან საუბრისას შეხვედრის შინაარსზე ისაუბრა:

"ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე ვიმსჯელეთ, ნატო-საქართველოს ურთიერობაზე. არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა რეფორმებზე და იმ პასუხისმგებლობებზე, რაც მას ექნება. ჩვენ სრულად ვიზიარებთ მის პრიორიტეტებს და მხარს ვუჭერთ. საბოლოოდ, ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საზღვრის უკანონო გადმოწევა, რასაც რუსეთი ახორციელებს. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, მანვე დაიწყო ამით, რომ შეიქმნას პოლიტიკური დებატები და იმუშაოს ინკლუზიური პოლიტიკური დისკუსიისთვის ამ ქვეყანაში. ამას ალიანსი მიესალმება. მე ყველა ამ მესიჯს ჩავიტან ბრიუსელში".

შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მოხარულია Financial Times-ში გამოქვეყნებული სალომე ზურაბიშვილის საავტორო სვეტით:

"მე ვნახე მისი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ, სადაც მკაფიოდ თქვა, რომ მისი განზრახვაა განახორციელოს ქართველი ხალხის ნება და ეს არის თქვენი ინტეგრაცია ნატოში. ეს ცალსახა და ძლიერი მესიჯია. ჩვენ ეს გავიგონეთ ნატოში ახლა ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს შესაძლებელი".

მან ასევე თქვა, რომ სურს პოლარიზებული დებატები, რომელიც იყო არჩევნების დროს, გადავიდეს ინკლუზიურ პროცესში, რაშიც ყველა მხარე იქნება ჩართული.