Time-ის წლის ადამიანები გახდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც სიმართლეს სიცოცხლე და თავისუფლება შესწირეს
ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დაასახელა. 2017 წლის მგავსად რედაქციამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული წოდება მათ არა ერთ ადამიანს, არამედ ჯგუფს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს მიანიჭონ, რომლებმაც სიცოცხლე და თავისუფლება სიმართლის ძებნას შესწირეს. წლის ადამიანები გახდნენ მოკლული საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, ამერიკული გამოცემა Capital Gazette, ფილიპინელი მარია რესა და მიანმარში დაკავებული Reuters-ის ჟურნალისტები.
Time-მა მათ "მცველები" უწოდა. გამოცემას აღნიშნული აქვს, რომ ისინი წლის ადამიანებად დაასახელეს ჭეშმარიტების სარისკო ძებნისთვის, ფაქტების არასრულყოფილი, მაგრამ აუცილებელი ძებნისთვის, გაბედული განცხადებებისთვისა და გამოსვლებისთვის.
ჯამალ ხაშოგი
საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან დევნილი ჟურნალისტი იყო, რომელიც The Washington Post-ის მესვეტედ მუშაობდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, სადაც ის მოკლეს. მის მკვლელობასთან აკავშირებენ აუდის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმნასა და მის გარემოცვას.
Capital Gazette
მიმდინარე წლის 28 ივნისს ანაპოლისში შეიარაღებული კაცი, ჯერორდ რამოსი Capital Gazette-ის რედაქციას თავს დაესხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამოცემაა აშშ-ში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რედაქტორის თანაშემწე, რობ ჰიასენი, სვეტების რედაქტორი ჯერალდ ფიშმანი, გაყიდვების მენეჯერი რებეკა სმიტი, სპეციალური კორესპონდენტი ვენდი ვინტერსი და ჟურნალისტი ჯონ მაკნამარა. თავდამსხმელი აქამდე ჟურნალისტებს არაერთხელ დამუქრებია, რადგან 2011 წელს მისი სისხლის სამართლის საქმეზე დაწერეს.
მარია რესა
მარია რესა ფილიპინელი ჟურნალისტი და საიტ Rappler-ის გენერალური დირექტორია, რომელიც ამავე დროს აშუქებს "ნარკოტიკებთან ომს", რომელიც პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ წამოიწყო. უფლებადამცველების შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებების შედეგად 12 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ნოემბერში რესას გადასახადებისგან თავის არიდებისათვის ბრალდება წაუყენეს.
ვან ლონი და კია სო ო
Reuters-ის ჟურნალისტები ვან ლონი და კია სო ო მიანმარში დააპატიმრეს. მათ სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორივე ჟურნალისტი მიანმარში როჰინჯი მოსახლეობის დევნასა და მკვლელობებს აშუქებდა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები