შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნის შესახებ 2020 წელს სერიალი გამოვა. ახალ შოუს The Young Pope-ის შემქმნელები გადაიღებენ.

ოსკარის მფლობელი ოდრი, 50-60 იანი წლების ჰოლივუდის ნამდვილი სიმბოლო და იმ ეპოქის სახეა.

სერიალის სიუჟეტი 2015 წელს გამოსული ბესტსელერი წიგნის, Audrey at Home, მიხედვით შეიქმნება, რომელშიც მსახიობის შესახებ უამრავი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალია მოთხრობილი.

ლეგენდარული მსახიობი 1993 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქველმოქმედება და სიკეთე კი დღემდე სამაგალითოდ რჩება.