ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვანაირი რობოტის გამოჩენა ახალი ხილი სულაც არ არის. თუმცა, დღეს ისეთ შემთხვევაზე მოგიყვებით, როდესაც ჭკვიანი მოწყობილობა უჩვეულო, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმისთვის გამოიყენეს.

საქმე ის არის, რომ იაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანები ჰყავთ, რომლებსაც საწოლს მიჯაჭვული ადამიანები მართავენ და ამ გზით ისინი საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებენ.

ფოტო: orylab

ისინი ყველაფერს მათ თვალწინ დამონტაჟებულ ეკრანზე ხედავენ, მიმტანი რობოტი კი მათი თვალის მოძრაობებს ემორჩილება და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს - იღებს შეკვეთებს, მოაქვს ყავა, ან სულაც კლიენტებს ესაუბრება.

ფოტო: orylab

ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ან ელემენტარულ მოძრაობასაც კი ვერ ახერხებენ, ასეთი სამსახური მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარებათ, რადგან საათში $9 გასამრჯელო სულაც არ არის ცუდი თანხა.

ფოტო: orylab

"მინდა, რომ ხელი შევუწყო ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც ეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ და სამსახურიც ექნებათ", - ამბობს კენტარო იოშიფუჯი.

ფოტო: orylab

სამწუხაროდ კაფე, რომელშიც რობოტების დახმარებით საწოლს მიჯაჭვული ადამიანები არიან დასაქმებული, ახლა სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავებს. მისი საბოლოო გახსნა კი 2020 წლისთვის იგეგმება.