5 დეკემბერს თბილისი მოლში ორი საახალწლო კუთხე გაიხსნა: ქართული და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო თბილისი მოლის საახალწლო კამპანია "თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი", რომელიც გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ.

საახალწლო აქტივობები 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ხმის მისაცემად “თბილისი მოლის” რომელიმე ობიექტში იმ დღეს დახარჯული ნებისმიერი თანხის ქვითრის წარდგენა იქნება საჭირო. ამ პერიოდის მანძილზე, ყოველდღიურად გამოვლინდება გამარჯვებული - ყოველი დღის ბოლოს, ყველაზე დიდი თანხის ქვითრის მფლობელი 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება.

“თბილისი მოლში” თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსის კუთხეები მთელი კამპანიის განმავლობაში იდგება. სრული კამპანიის განმავლობაში იქნება საბავშვო აქტივობებიც - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 7 საათზე, შაბათს კი - 5 საათზე გაიმართება ბავშვთა გასართობი პროგრამა ანიმატორების და ბავშვების საყვარელი გმირების მონაწილეობით.

კამპანიის ყოველ კვირა დღეს - 9, 16, 23 და 30 დეკემბერს, “თბილისი მოლის” ტერიტორიაზე სათავგადასავლო თამაში, იგივე Treasure Hunt გაიმართება. გამარჯვებულები “თბილისი მოლისგან” 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდებიან.

25 დეკემბერს “თბილისი მოლი” ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისათვის საახალწლო წარმოდგენას უმასპინძლებს.

30 დეკემბერს კი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება, მოძრაობის თეატრის გრანდიოზული შოუ გაიმართება და გამარჯვებული, ახალი წლის მთავარი გმირიც გამოვლინდება.