რამდენიმე დღის წინ შურისმაძიებლების ახალი ნაწილის ტრეილერი გამოვიდა, რომელმაც ტრადიციულად ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი სცენა კი კოსმოსში დაკარგული ტონი სტარკის გარშემო ვითარდება - თავის გადასარჩენად, ის რკინის ჩაფხუტს თიშავს და ასე ენერგიის დაზოგვას ცდილობს.

რკინის კაცის ამ გულისამაჩუყებელმა ამბავმა მთელი სამყარო ერთ მუშტად შეკრა და ყველა გამოთქვამს იმედს, რომ ის ცოცხალი და უვნებელი დარჩება.

სტარკის გადასარჩენად დაწყებულ ბრძოლაში საბოლოოდ NASA-ც ჩაერთო და ფანებს კოსმოსში დაკარგული გმირის მოძებნას დაჰპირდა.

"ჰეი, ჩვენ გავიგეთ ტონი სტარკის ამბავი. თუ ის ვერ შეძლებს კონტაქტზე გამოსვლას, ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ მოვძებნოთ თვენი დაკარგული კაცი“, – წერია ნასას ტვიტერზე.