საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღია საზოგადოება — საქართველოს ("სოროსის ფონდი") აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ჯილდო ფონდის ხელმძღვანელს რამდენიმე წუთის წინ გადაეცა.

ქეთი ხუციშვილი ფონდ "ღია საზოგადოება — საქართველოს" 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი ორგანიზაცია წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აფინანსებს და წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში. ამავე ფონდის დაფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ეკლესიას.

ამავე თემაზე: ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის პრეზიდენტმა გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა