თითქმის 3-საათიანი შეფერხების შემდეგ ვალების განულების პროგრამისთვის შექმნილი ვებგვერდი Vali.Ge ჩაირთო. ჩართვის მიუხედავად ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს, საიტზე შესასვლელად რამდენიმე წუთია საჭირო.

Vali.Ge — ეს არის ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა. მართალია, ვებგვერდი ქართუს სახელზეა რეგისტრირებული და პროექტსაც ის ახორციელებს, თუმცა ამ პროექტზე ინფორმაციას პრემიერი, მამუკა ბახტაძე საუბრობს ხოლმე.