ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერისთვის დღეს, 10 დეკემბერს გაიხსნება ვებსაიტი
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 10 დეკემბრის მთავრობის სხდომა ჭარბვალიანობის აღმოფხვრის რეფორმაზე საუბრით დაიწყო. პრემიერის ცნობით, დღეს, 18 საათზე გაიხსნება ვებსაიტი, სადაც მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირებას. მისივე თქმით, კერძოდ, დღეს და ხვალ განთავსდება თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლების მონაცემები.
ბახტაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად ამოიღებენ მოქალაქეებს ე.წ. შავი სიიდან.
საბანკო ვალის განულების ინიციატივა
19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა.
პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:
- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
- მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.
ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე "ძირი თანხის" მქონე დავალიანება აქვთ.
მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერაზე ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა. მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ საბანკო ვალების ჩამოწერის ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება და ამის შესახებ დაპირება თავად ჯერ კიდევ მაისში გასცა. ქართუ ბანკში აცხადებენ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ინიციატივისთვის უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი.
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის მოსთხოვა, რომ ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს. საბანკო დავალიანებების შესახებ ინიციატივა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დღეს 18 ნოემბერს მათივე შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგს ბრიფინგითვე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 19 ნოემბერს "მასშტაბურ გადაწყვეტილებას" გამოაცხადებდა. კალაძის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას დაასწრო და კლოუნადა მოაწყო, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივის "შოკით" იყო გამოწვეული.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები