რაც უფრო გადის დრო, სერიალები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს.

იმ შემთხვევაში, თუ სერიები ან სეზონები დაგროვილი არ გაქვთ, მაშინ კვირიდან კვირამდე ერთი სული გვაქვს ჩვენი საყვარელი გმირები კიდევ ერთხელ ვნახოთ ეკრანზე და მათ საინტერესო, კომედიურ თუ ტრაგიკულ ისტორიებში კიდევ ერთხელ გავეხვეთ.

სერიალების ისტორიაში არაერთი ემოციური სცენა მოიძებნება, რომელზეც ცრემლების შეკავება რთულია და პრინციპში, არც უნდა შევიკავოთ.

დღეს კი მხოლოდ 15 ასეთ სცენას წარმოგიდგენთ.

1. The Big C: როდესაც კეტის შვილმა აღმოაჩინა, რომ კიბოთი დაავადებული დედა მისი მომავალი დაბადების დღეებისთვის საჩუქრებს ყიდულობდა

2. Breaking Bad: როდესაც ჯენის გარდაცვალების შემდეგ ჯესი მის ტელეფონზე რეკავს მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოისმინოს ჯენის ხმა

3. Dexter: როდესაც დექსტერი გარდაცვლილი რიტას სხეულს აღმოაჩენს

4. How I Met Your Mother: როდესაც მარშალის მამა დაიღუპა

5. Game of Thrones: Red Wedding-ის ეპიზოდი

6. Grey's Anatomy: როდესაც დენის გარდაცვალების შემდეგ, იზი მის ცხედარს ეხუტება

7. Friends: ფინალური სერია, როდესაც ვაანალიზებთ, რომ ამ შეუდარებელ შოუს მეტი ეპიზოდი აღარ ექნება

8. Jane the Virgin: მაიკლის სიკვდილის სცენა

9. Desperate Housewives: მაიკის სიკვდილის სცენა

10. Grey's Anatomy: დერეკის გარდაცვალების სცენა

11. Grey's Anatomy: როდესაც ბეილი და ბენი თავის შვილს ასწავლიან, როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ პოლიციელებმა არ ესროლონ

12. Game Of Thrones: როდესაც დაენერისი ხედავს, როგორ კვდება მისი ერთ-ერთი დრაკონი

13. This Is Us: მთელი სერიალი

14. Desperate Housewives: როდესაც გაირკვევა, რომ ლინეტს კიბო აქვს

15: Lost: ეკლესიის სცენა