მსოფლიოში უამრავი მიუსაფარი ცხოველია, რომლებსაც სიყვარულითა და სითბოთი არც არავინ ანებივრებს.

დღევანდელ სევდიან ისტორიას კი, ნამდვილად ზღაპრული დასასრული აქვს.

საქმე ის არის, რომ ექვსი წლის ძაღლი, სახელად ვოლი პატრონმა თავის საწოლთან და სათამაშოებთან ერთად მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში დატოვა.

ფოტო: MCACC West Adoptable Dogs

"ყოფილ პატრონზე ნუ გაბრაზდებით, რადგან ეს მისთვისაც საკმაოდ მძიმე მომენტი იყო და ეს ერთი შეხედვითაც მარტივად ჩანდა, რადგან ძალიან განიცდიდა და ტიროდა. გვჯერა, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება", - ამბობენ თავშესაფარში.

ფოტო: Lynn Lee

ვინაიდან ვოლის ყოფილ პატრონს ძაღლისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა და დღის განმავლობაში მას ხშრად უწევდა მარტო ყოფნა, თავშესაფრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ძაღლისთვის ახალი, ძალიან მზრუნველი პატრონი მოეძებნათ.

ძაღლს სახალისო ვიდეოც გადაუღეს, სადაც კარგად ჩანს, რომ ის მხიარული, კეთილი და საყვარელია.

და აი, ისიც! მალევე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ძაღლი ერთი ნახვით შეუყვარდა და გადაწყვიტა, სახლში წაეყვანა და მასზე ეზრუნა.

საბედნიეროდ ვოლი თბილ და მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა, სადაც მას ბევრ დროს უთმობენ და ეთამაშებიან - საკმარისია მის თვალებს შეხედოთ და მიხვდებით, რომ ის ნამდვილად ბედნიერია.

დიახ, ახლა ის იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებენ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვოლის დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება ვუსურვოთ, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს.