საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $322,6 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,2 პროცენტით ნაკლებია.

როგორც საქსტატი აღნიშნავს, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის დასახელებულია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

ფოტო: საქსტატი

2018 წლის მესამე კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია (15,4%), მეორე ადგილზეა კორეა (12,5%), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი (10,3%).

ფოტო: საქსტატი

ფოტო: საქსტატი