2018 წელს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არაერთხელ შეიზღუდა — GDI-ის ანგარიში
2018 წელს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის რამდენიმე მცდელობა/ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მანიფესტაციის უფლება შეიზღუდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში.
შვილმოკლული მამების აქცია
GDI-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიცია, კანონმდებლობის სრული დარღვევით, აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის შესაძლებლობას პერმანენტულად არ აძლევდა.
საქმე ეხება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციებს, რომლებიც ხელისუფლებისგან მათი შვილების მკვლელობის ფაქტების სათანადო გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. მათ პოლიციელებმა არ მისცეს კარვების გაშლის შესაძლებლობა. აქციის მონაწილეებმა უფლებით სარგებლობა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც აღნიშნული ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმით გააპროტესტეს.
მანამდე იყო პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებისა და ავტომანქანის ჩხრეკის შემთხვევებიც, რა დროსაც მათ აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს კარვები და სხვა ნივთები.
GDI-ის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საერთო სასამართლოების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან.
მათივე შეფასებით, პოლიციელთა ქმედება ეწინააღმდეგება OSCE / ODIHR-ის სახელმძღვანელო მითითებებს.
სპეცოპერაცია კლუბ ბასიანის წინააღმდეგ
2018 წლის 12 მაისს, თბილისის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში სპეცრაზმმა მასშტაბური სპეცოპერაცია მოაწყო, რომელიც სამინისტროს მიერ გავრცელებული პოზიციის მიხედვით, ნარკორეალიზატორთა დაკავებას ისახავდა მიზნად.
მასშტაბური სპეცოპერაციით უკმაყოფილო ადამიანებმა კლუბ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრება დაიწყეს. მიუხედავად დემონსტრატთა მრავალრიცხოვნებისა, პოლიციელებმა მათ გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ მისცეს. საბოლოოდ, პოლიციამ მოახერხა შეკრების მონაწილე ჯგუფების იზოლაცია და დაშლა.
GDI-ის შეფასებით, გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, მათ შორის, სპეცოპერაციის განხორციელების აუცილებლობის არარსებობა, გამოყენებული ძალის არაპროპორციულობა, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილოების უფლების შეზღუდვა და ა.შ.
ბასიანის სპეცოპერაციის პასუხად გამართული მანიფესტაცია
შინაგან საქმეთა მინისტრმა მშვიდობიან დემონსტრანტებს აქციის დაშლისკენ მოუწოდა, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით ძალადობრივი მოტივით გამართული კონტრაქციის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
ბასიანის ინციდენტის შემდეგ პარლამენტის წინ მოეწყო მასობრივი დემონსტრაციები, სადაც შეკრებილები აპროტესტებდნენ სახელმწიფოს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და 12 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
პარარელურად, ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების მიერ მოეწყო კონტრაქცია, სადაც დემონსტრანტები სიძულვილის ენის გამოყენებით, აგრესიული ქმედებების განხორციელებით ემუქრებოდნენ პარლამენტის წინ შეკრებილებს და მათ ნარკოდილერობაში და "ლგბტ პროპაგანდაში" ადანაშაულებდნენ.
ვითარების დასტაბილურების მოტივით შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია სიტყვით გამოვიდა პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან და შეკრებილებს ბასიანის თითოეულ ინციდენტზე რეაგირებასა და ნარკოპოლიტიკის შეცვლას დაპირდა, ხოლო სანაცვლოდ მათ აქციის მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა.
აგრესიულად განწყობილი კონტრაქციის მონაწილეების დაკავების ნაცვლად, შსს-მ მშვიდობიანად შეკრებილ ასობით დემონსტრატს სთხოვა დაშლა, რომლებიც საბოლოოდ ავტობუსებით მოარიდეს ტერიტორიას.
არაკონსტიტუციური კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ცვლილებები შევიდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში. კანონმდებლობის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც იგულისხმებიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში.
ცვლილებებით, პირთა წრე, რომლებზეც არ ვრცელდება შეკრება/მანისფესტაციის უფლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შეზღუდვის ფარგლებში ფაქტობრივად მოექცნენ სამოქალაქო პირებიც, რომლებიც მართალია მუშაობენ ზემოხსენებულ უწყებებში, თუმცა ასრულებენ ადმინისტრაციულ ან სხვა ისეთი სახის ფუნქციას, რომელსაც არ აქვს შემხებლობა საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვასთან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები