იტალიაში, ქალაქ კორინალდოს ღამის კლუბში პანიკით გამოწვეული არეულობის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათგან 12 კი მძიმედ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ღამის პირველ საათზე მოხდა, როცა სტეფა ებასა რეპავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიღაცამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ამ დროს კლუბში დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო.