რა უნდა ვიცოდეთ ფენტანილით ინტოქსიკაციის შემთხვევაში — თხმ-ს რეკომენდაციები
რამდენიმე საათის წინ მოქალაქეების ნარკოტიკული საშუალება ფენტანილით მოწამვლის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ისინი საავადმყოფოებში კომატოზურ მდგომარეობაში არიან.
On.ge ამ საკითხზე თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრს, დავით სუბელიანს ესაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას.
- თუ არ მოგიხმარიათ მანამდე რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ოპიოიდს შეიცავდა, ფენტანილის მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა;
- ფენტანილით ინტოქსიკაციის შემთხვევაში აუცილებელია მომხმარებელი არ იყოს მარტო და არ ჩაეძინოს, მუდმივად ესაუბრეთ და ალაპარაკეთ. როგორც სუბელიანი ამბობს, ჩაძინების დროს სუნთქვა რთულდება და რისკები იზრდება;
- აუცილებლად დაურეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს და დეტალურად აცნობეთ პრობლემის შესახებ. ჯგუფის ადგილამდე მოსვლამდე კვლავ გააგრძელეთ ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფთან აქტიური კომუნიკაცია.
სუბელიანის თქმით, მსგავსი ტიპის ნარკოტიკული საშუალების თრობიდან გამოსასვლელად აუცილებელი მედიკამენტია ნალოქსონი. ის დღეს ქართულ სააფთიაქო ბაზარზე რამდენიმე ერთეულია დარჩენილი და მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
ნალოქსონის ეფექტი
ქართული სამედიცინო პორტალის, Vidal.ge-ს ინფორმაციით, ნალოქსინი ოპიოიდურ ნივთიერების რეცეპტორებს ჰგავს, გამოდევნის ნარკოტიკულ საშუალებებს სხეულიდან და ჭარბი დოზის სიმპტომებს აქრობს. ნალოქსინი გამოიყენება მორფინის, ჰეროინის, კოდეინის, დიჰიდროკოდეინის, პეტიდინის, მეთადონის, პენტაზოცინის, ფენტანილის, აპომორფინისა და კლონიდინის მოქმედების დროს.
ვენაში შეყვანისას ეფექტი 30-120 წამში დგება და მოქმედებს 20-45 წუთის განმავლობაში. კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას მოქმედება იწყება 2-3 წუთში და გრძელდება 150-180 წუთის განმავლობაში.
ნალოქსინი ქართულ აფთიაქებში
On.ge მომხმარებლის სახელით დაუკავშირდა PSP-ს, ავერსისა და ჯპს-ს სააფთიაქო ქსელების ცხელ ხაზს და ჰკითხა ამ მედიკამენტის მარაგის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჯპს-ში აღნიშნული მედიკამენტი საერთოდ არ აქვთ, PSP-ს მხოლოდ ერთ აფთიაქში და ისიც რამდენიმე ცალი, ავერსს თბილისის მაშტაბით 5 აფთიაქში, თუმცა მათი საერთო რაოდენობა 20 ერთეულამდეა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები