მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია Altria მარიხუანას ბაზარზე შედის. Altria მსოფლიოში თამბაქოს ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა, მის ბრენდებს შორის არის ისეთი ცნობილი პროდუქტი როგორიცაა Marlboro.

Marlboro-სა და სიგარეტის სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელმა კომპანიამ, ლეგალური მარიახუანას ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა და პირველი ნაბიჯიც განახორციელა. Altria მარიხუანას მწარმოებელი კანადური კომპანია Cronos-ის 45 პროცენტის მფლობელი გახდა. კომპანიამ წილში სულ $1,8 მილიარდი გადაიხადა.

შესაძლო შეთანხმებაზე, ცნობილი მიმდინარე კვირაში გახდა, თუმცა შეთანხმება ოფიციალურად მხოლოდ დღეს დადასტურდა. მარიხუანას ბაზარზე შესვლით კომპანია ცდილობს, თავისი შემოსავლების დივერსიფაკაცია მოახდინოს. ამისკენ კომპანის თამბაქოს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა უბიძგა. საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2019 წლისთვის დაგეგმილი ზრდა კი სულაც 1 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის განმავლობაში, Altria-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 25 პროცენტით შემცირდა. ამგვარად მზარდი, ლეგალური, მარიხუანას ბიზნესი შესაძლოა მოკლე დროში კომპანიის ძირითადი ინტერესის სფეროდ იქცეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა გარიგების შესახებ, 2 პროცენტით გაიზარდა Altria-ს, ხოლო 30 პროცენტით კომპანია Cronos-ის აქციების ჯამური ღირებულება.

მარიხუანას მსოფლიო ბაზარი ბოლო თვეების განმავლობაში განსკუთრებულად სწრაფი ტემპებით იზრდება. ამის მიზეზი კანადის ხელისუფლების მიერ მარიხუანას რეკრეციული მიზნებით მოხმარების ლეგალიზება გახდა. შედაგად მსოფლიოში უდიდესი ლეგალური მარიხუანასა და კანაფისის სხვა პროდუქტების ლეგალური ბაზარი შეიქმნა, რამაც ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მსოფლიოში ცნობილი ბრენდები ცდილობენ არ ჩამორჩნენ ბაზარს, მათ შორის არის რამდინიმე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც. პირველებმა ინტერესი, ლუდი Corona-სა და Heineken-ის მწარმოებლებმა გამოიჩინეს, კომპანიებმა რამდენიმე კანადური მარიხუანას მწარმოებელი ბრენდი უკვე შეიძინა.

ასევე, საუბრობდნენ Coca-Cola-ს შესაძლო ინტერესზეც, თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს ქუინსიმ განაცხადა, რომ კომპანიის გეგმებში არ შედის მარიახუანას ბაზარზე შესვლა.