მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც Avengers: Endgame-ის ტრეილერიდან გავიგეთ
დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარველის ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — შურისმაძიებლების ახალი ნაწილის ტრეილერი გამოვიდა. ტრეილერმა ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა და არც გამქრალი გმირების გამოჩენის იმედი დაგვიბრუნა, თუმცა იყო ბევრი საინტერესო დეტალი.
ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ ტონი სტარკს, რომელიც ტიტანიდან დაბრუნების შემდეგ კოსმოსში დაიკარგა. რკინის კოსტიუმის და საკვების მარაგის გარეშე დარჩენილი სტარკი გამოსამშვიდობებელ ჩანაწერს უტოვებს მის პოტს. თუმცა, შესამჩნევია ისიც, რომ სტარკს გადარჩენის იმედი არ დაუკარგავს, რადგან რკინის ჩაფხუტს თიშავს და ენერგიის დაზოგვას ცდილობს. შეეცადეთ ცრემლები შეიკავოთ და კითხვა ისე გააგრძელოთ.
მომდევნო კადრში თანოსი ჩნდება. სამყაროს ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი დაჭრილია და კოჭლობს. თანოსი იმ მინდორში მიაბიჯებს, სადაც მისი საბრძოლო კოსტიუმი მონუმენტადაა აღმართული. შეიძლება, მონუმენტის კი არა საფრთხობელას როლსაც ასრულებს, თუმცა ეჭვი გვეპარება, რომ თანოსს ვინმეს დაშინება სჭირდება მას შემდეგ, რაც ნახევარი სამყარო გაანადგურა.
ტრეილერის შემდგომი კადრები ერთი მეორეზე უფრო ტრაგიკულია. შურისმაძიებლების დაცარიელებული ბაზა, თანამებრძოლების გარეშე დარჩენილი, ატირებული კაპიტანი ამერიკა და შავი ქვრივის სიტყვები: "თანოსმა გააკეთა ზუსტად ის რასაც ამბობდა. მან გაანადგურა ცოცხალი ქმნილებების 50%".
აქვე ჩანს ჰალკი, ბრიუს ბენერი, რომელიც დაკარგული თანამებრძოლების მოძებნას და იმის გარკვევას ცდილობს, თუ ვინ გადარჩა.
გაურკვეველია რატომ, თუმცა კადრში ჩანს საკანში მყოფი თორი, რომელიც ამბობს: "ჩვენ დავკარგეთ ყველა ჩვენიანი, დავკარგეთ მეგობრები, ოჯახის წევრები და საკუთარი თავის ნაწილი".
ამდენი დრამატული კადრის შემდეგ რეჟისორებმა ჩვენს ნერვულ სისტემაზე იზრუნეს და ერთი კარგი ამბავიც გვამცნეს — შურისმაძიებლებთან ქორისთვალა ბრუნდება.
და არამარტო ის. შურისმაძიებლებს ისევ უერთდება ენტმენი, რომელიც ჩვეული იუმორით ცდილობს კაპიტან ამერიკას თავი გაახსენოს და დახმარებას სთავაზობს.
Avengers: Endgame — ასე ქვია შურისმაძიებლების ბოლო ნაწილს. იმედი დავიტოვოთ, რომ თამაში თანოსის წესებით არ წარიმართება და ისეთ დასასრულს მივიღებთ, როგორსაც ველით. ამის სულ მცირე იმედს რეჟისორებიც გვაძლევენ, რადგან ტრეილერის დასასრულს ვხედავთ შურისმაძიებლების ლოგოს, რომელსაც გაფანტული დეტალები უბრუნდება. ერთგულმა გულშემატკივარმა იცის, რომ ზუსტად ასე "გაიფანტენ" თანოსის თითების დატკაცუნების შემდეგ სპაიდერმენი, დოქტორ სტრეინჯი, შავი პანტერა, გრუტი და სხვა სუპერგმირები.
ფილმი დიდ ეკრანებზე 26 აპრილს გამოვა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თამაშის დასასრულის მოახლოება ჯერ კიდევ ფილმის წინა ნაწილში, უსასრულობის ომში, იწინასწარმეტყველა დოქტორ სტრეინჯმა, რომელმაც მომავლის სავარაუდო განვითარების 14 000 605 გზა ნახა.
დროა ნახოთ წლის ყველაზე მოთხოვნადი ტრეილერი, რომელსაც 2 საათში 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
დარწმუნებული ვართ, ტრეილერის დასასრულს გაგიჩნდათ კითხვა, გამოჩნდება თუ არა კაპიტანი მარველი, რომელიც ფილმის წინა ნაწილში, გაქრობამდე რამდენიმე წუთით ადრე შილდის დირექტორმა, ნიკ ფიურიმ გამოიძახა.
როგორც ჩანს, ამ და სხვა დეტალებს მარველი მომდევნო ტრეილერისთვის გვინახავს. ისღა დაგვრჩენია თითები გადავაჯვარედინოთ და დაველოდოთ საყვარელი გმირების დაბრუნებას. მთავარია შემთხვევით არ დაატკაცუნოთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები