ირაციონალური შიშები ადამიანებს საკმაოდ ხშირად გვაწუხებს — ზოგს ფრინველები აფრთხობენ, ზოგს კი უბრალოდ სიმაღლიდან გადმოხედვაც კი აშინებს. თუმცა, დღეს იმ ფობიაზე მოგიყვებით, რომელიც გაცილებით ფართოდაა გავრცელებული.

დენდროფობია — ეს არის შიში, რომელიც ხეების ან ტყის მიმართ არსებობს და რომელიც ისეთ დროს შეიძლება დაგატყდეთ თავს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით.

აღსანიშნავია, რომ ამ ფობიას მრავალი სხვა სახელიც აქვს: ილოფობია, ქსილოფობია, ან სულაც, ჰილოფობია.

მართალია, არ გვინდოდა გაგვემხილა, მაგრამ შესაძლოა დენდროფობია გქონდეთ და აი, რატომ:

დენდროფობია არ გჭირთ? ე.ი., ტყეში აღმოჩენილ ამ ნაგებობაში უცნობთან ჩასახუტებლად შეხვიდოდით?

და ამას მშვიდად ჩაუვლიდით გვერდს?

აქ ვინმეს გასულ ღამეს ნანახი საშინელებათა ფილმი ხომ არ გაახსენდა?

ხეების უკან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება დაგვხვდეს.

ტყეში სეირნობისას რომ უცებ ასეთ "ხუმრობას" აწყდები...

გზის აბნევის შემთხვევაში, დააკაკუნებდით ამ სახლის კარზე? ან მეპატრონეს ღამის გათევას სთხოვდით?!

ასეთ ადგილზე დაკარგვას მგონი ისევ იმ სახლში დაბრუნება სჯობს.

თან, კაცმა არ იცის, შენს ნაკვალევს ვინ უთვალთვალებს.

აქ ბნელა. მოჩვენებებს უყვართ ბნელი ადგილები. ანუ, ლოგიკურად რა გამოდის?

მგონი, ტყე ნისლსა თუ სიბნელეში მართლაც ცოტა შემაძრწუნებელი ადგილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ხარ.

და მაინც, ტყე ყველაზე მშვიდი და ამავდროულად ჯადოსნური ადგილი შეიძლება იყოს დედამიწაზე, რადგან...

...რა ჯობია ბალახზე წამოწოლას და ამის ყურებას?