ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაზე გამოსვლისას დავით ზალკალიანმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იცავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს, რუსეთი კი — არა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად. მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ძირითადი პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

დავით ზალკალიანმა ეუთოს ტრიბუნიდან არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებაც ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემურად ირღვევა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილია მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.