არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია უჭერდა მხარს აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიცია და პოზიცია არ არსებობს. "მე ვარ პარტიების ზემოთ", — განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

რამდენიმე დღის წინ The Daily Beast-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ იყო. მისი თქმით, ივანიშვილმა უთხრა, რომ შეუძლია დამოუკიდებელი იყოს.

დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებულ ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში ქართული ოცნება აქტიურად უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის ლიდერებმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძე, ეკა ბესელიამ, გია ვოლსკიმ და ოცნების სხვა დეპუტატებმა მას დიდი ოდენობი თანხაც შეწირეს. საარჩევნო კამპანიის ბოლოს კი ზურაბიშვილი ბანერებზე პარტიის კაცმა ლიდერებმა ჩაანაცვლეს.