მასწავლებელი და მშობლები მოსწავლის წინააღმდეგ — ტორტის ფულის გამო დაწყებული კონფლიქტი სკოლაში
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აცხადებს, რომ სკოლაში მშობლებმა ბავშვი ტკბილეულის გამო ატირეს, მიზეზი კი ის გახდა, რომ მის მშობელს ფული არ ჰქონდა დადებული. კერძოდ, მე-4 კლასის მოსწავლეს ღონისძიების შემდეგ უთხრეს, რომ ტორტი არ ეკუთვნოდა და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. მათი თქმით, მომხდარის შესახებ დედამ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, 15-მა მშობელმა განცხადება დაწერა მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით. მათივე თქით, ამის შესახებ ინფორმაციას დამრიგებელიც ფლობდა და მშობლების დამოკიდებულებებს ახალისებდა. ორგანიზაციაში ამბობენ იმასაც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა იყო.
PHR-ში ამბობენ, რომ მშობელმა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
ორგანიზაციამ გადაწყვეტილება, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭომ მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი დაადგინა, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი შენიშვნის სახით.
On.ge განათლებისა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია მომხდარის შესახებ და რა რეაგირება ჰქონდა სამინისტროს. უწყებაში განაცხადეს, რომ ინფორმაციას გაარკვევენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
კომენტარები