პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 6 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, პროექტში ასახულია როგორც მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული ასევე, რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

საკანონმდებლო ორგანო ვალდებული ხდება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და ინტენსიურად მოითხოვოს სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიში. ამის გარდა, მკაცრდება კონტროლი დეპუტატების გაცდენებზე და განისაზღვრება პარლამენტის ეთიკის კოდექსიც.

რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებს. პროექტი აგრეთვე, აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროექტით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები.

გაიგეთ მეტი: