თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ერდოღანი აცხადებს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

"მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად", — წერს ერდოღანი. ამავე წერილში თურქეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს კეთილდღეობა და აღმავლობა უსურვა.

სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც. არჩეულმა პრეზიდენტმა მილოცვა მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, აშშ-ის საელჩოსგან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან.