არ დაივიწყოთ ჰუმანურობა — რუსეთი საფრანგეთს მოუწოდებს, დემონსტრანტების დაშლისას ძალას არ გადაამეტოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, საფრანგეთის ხელისუფლებას აქციების დარბევისას ძალის გადამეტებისგან თავი შეიკავონ. ასევე, არ დაივიწყონ სიტყვის თავისუფლების პატივისცემა და სამართალდამცავი ღონისძიებების გატარებისას ჰუმანური მეთოდები გამოიყენონ. ამის შესახებ უწყების პრესპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აქციების გაშუქებისას დაშავდნენ რუსული სახელისუფლებო მედიის Russia Today-ის საფრანგეთის ბიუროს ჟურნალისტები. რუსეთი მოითხოვს საფრანგეთმა ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.
"ჟურნალისტები არ უნდა გახდნენ სამიზნე პოლიციისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ამას გვასწავლიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად. არ დაგავიწყდეთ ის, რასაც ჩვენ გვასწავლიდით", — განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის ხელისუფლება ცნობილია აგრესიული დამოკიდებულებით ოპოზიციური აზრის და აქციების მიმართ. მათ არაერთხელ დაშალეს ძალისმიერი მეთოდით საპროტესტო აქციები.
პუტინის მთავარ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს კრემლის პოლიტიკისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ თითქმის ყოველ აქციაზე აკავებენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია PEN International, რომელიც მოსკოვში მედიის თავისუფლებას იკვლევდა აცხადებს, რომ რუსეთში გამოხატვის თავისუფლებას აგრესიულად ესხმიან თავს ყველა ფრონტზე.
დემონსტრაციები პარიზში
ორ კვირაზე მეტია მთელი საფრანგეთი, განსაკუთრებით კი პარიზი ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციებმა მოიცვა. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის საწვავის ფასი 23 პროცენტით გაიზარდა. ფასის ზრდა თავის მხრივ დაკავშირებულია ბენზინსა და დიზელზე გადასახადების ზრდით, რომელიც მაკრონმა შემოიღო.
2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ უნდა გაზრდილიყო, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.
საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები არბევდნენ პარიზის ქუჩებს, მაღაზიებსა და კულტურულ ძეგლებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებსა და საბურავებს. ვანდალური დარბევის მსხვერპლი გახდა ტრიუმფალური თაღიც.
პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. ბოლო მასშტაბური აქციის დროს, პირველ 1-2 დეკემბერს დაშავდა 133 ადამიანი, მათ შორის 23 პოლიციელი, ხოლო 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები