პირველი ტურის დასრულებიდან მეორე ტურამდე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს და ახლა უკვე არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარზე მეტი 25-მა პირმა გადაურიცხა. არის შემთხვები, როდესაც კომპანიები და მათი მეწილეები თუ დირექტორები ცალ-ცალკე რიცხავენ თანხას.

25 შემოწირულობიდან 16 ფიზიკურმა პირმა გააკეთა:

  • სერგო შუღაროვი — შპს ტრანსპორტერის, შპს ტრანსპორტერი იქსის, შპს ტრანსპორტერ ბაიკის დირექტორი და მეწილე, ამასთანავე 10-მდე კომპანიის მეწილე;
  • ზაალ იაკობიძე — შპს ოაზის 9-ს, შპს ბემონის, შპს პროფერთი გრუპ Property Group-ის, შპს სენტა პეტროლიუმის დირექტორი და მეწილე, გარდა ამისა ათამდე სხვადასხვა კომპანიის მეწილე;
  • დავით მიმინოშვილი — შპს ოაზის 9-ს, შპს ბემონის, შპს პროფერთი გრუპ Property Group-ის, შპს სენტა პეტროლიუმის, შპს რიგონის დირექტორი და მეწილე, ამასთანავე რამდენიმე კომპანიის მეწილე;
  • მამუკა ლობჟანიძე — შპს მაკი კონსალტინგის, შპს მეგაკომი-Megacom Ltd-ს, შპს MG ევროგჯუფის, შპს ტერრა კონსალტინგის, შპს ეიჩ პი პი ინვესტის დირექტორი და 20-მდე კომანიის მეწილე;
  • დიანა რაჭველიშვილი — შპს დრ სტუდიას დირექტორი და მეწილე;
  • ზურაბ აღნიაშვილი — შპს მედეა დისტრიბუშენის მეწილე;
  • ნოდარ მიქაბერიძე — 13 კომპანიის დირექტორი და 14 კომპანიის მეწილე;
  • სერგო რუხაძე — 17 კომპანიის დირექტორი და 20-მდე კომპანიის მეწილე;
  • ლაურა ლარიონი — შპს პეის ჯორჯია მეწილე;
  • გიორგი ჭელიძე — შპს კავკასუს ონლაინი თიზის, შპს კინგ დევიდ ოფისების, შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის, შპს სითი გარდენის დირექტორი და მეწილე;
  • ირაკლი თათეიშვილი;
  • ირაკლი კერვალიშვილი — შპს სხეფურის, დავით წინასწარმეტყველის სახელობის ერთობას, ფონდი სორელის, შპს კონტეინერ-სერვისის დირექტორი;
  • მენი ბენიშ;
  • კახაბერ ლატარია — შპს ეი ჯი ეს ჯგუფის, შპს ჩელას დირექტორი და სხვადასხვა კომპანიის მეწილე;
  • მამუკა ლოლუა — შპს კოლხიდა XXI-სა და შპს აგროჰაუსის დირექტორი;
  • გელოდი კობალაძე — კუს ტბის და შპს ჯორჯექსის დირექტორი.

დავით მიმინოშვილისა და ზაალ იაკობიძის კომპანია ბემონმა სალომე ზურაბიშვილს 106 220, 59 ლარი გადაურიცხა.

ამასთანავე, კომპანიებმა ტიფლისიდისტილერი, ემ თი ჯი ჯორჯიამ, თანამ, ფორტაქს გრუპმა, დ&ლ სერვისმა, ჯეო სენდმა, მილადა ინტერნეშინელმა და გაგრა პლიუსმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში 794 015,34 ლარი შეწირეს.

მეორე ტურის განმავლობაში კი მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა 5 412 722,43 ლარი შემოწირულობა მიიღო.