ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს არჩევნებისთვის აგიტატორების ხელფასებისთვის 227 938 ლარის დახარჯვა მოუწია. ეს ინფორმაცია აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დოკუმენტშია ასახული, რომლიც 3 დეკემბრით თარიღდება.

მეორე ტურის დღეს, 28 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან მდგომი ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მისულ ადამიანებს ინიშნავდნენ, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერი იყო, მუშაობის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა On.ge-ს ჟურნალისტს. საქმეზე ახლა გამოძიებაა დაწყებული.