ბოლივიაში, აჯანყებულმა მაღაროელებმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, როდოლფო ილიანესა ცემით მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

56 წლის როდოლსო ილიანესა, მაღაროელებმა, დაცვის თანამშრომელთან ერთად ხუთშაბათს ქალაქ პანდუროში აიყვანეს, დედაქალაქ ლა-პასადან 160 კილომეტრში. ინისტრის მოადგილე ამ დროს მაღაროელებთან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა და მათ ბლოკირებული ავტომაგისტრალის გახსნისაკენ მოუწოდებდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია და უკვე ასამდე აქტივისტია დაკავებული, ორი მეშახტე კი პოლიციასთან შეტაკებისას სროლის დროს გარდაიცვალა. ამასთანავე დაშავდა 17 სამართალდამცავი.

ბოლივიაში მაღაროელები უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციას მართავენ. მაღაროელები ხელფასის მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.