ისტორიულად, იოგა არა უბრალოდ დისციპლინა, არამედ უფრო ცხოვრების სტილი იყო, რომელიც მედიტაციის, კვების, ბანაობის, სოციალური ურთიერთობებისა და მუშაობის სპეციფიკური ტექნიკითა და თვისებებით ხასიათდებოდა.

იოგას ფილოსოფია ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული, სწორედ ამის გამო, მას დღეს ორ მილიარდზე მეტი ადამიანი მისდევს.

თუ გადაწყვეტთ, რომ მსოფლიოს იოგებს შეუერთდეთ, იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებასა და სხეულს ეს 10 ცვლილება ელის:

1. თქვენ გახდებით ის ადამიანი, რომელიც იოგაზე საუბრის არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს

ფოტო: Left Handed Toons

2. განგივითარდებათ კუნთები, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გქონდათ

3. გაიაზრებთ, რომ ოფლში გაწურვა იოგას ვარჯიშების განუყოფელი ნაწილია

4. დასაფენი ყველგან თან გამოგყვებათ

5. როგორც იქნა, ხის პოზაში ბალანსის შენარჩუნებას შეძლებთ (ცოტა ბარბაცი არ ითვლება)

6. დილით, იოგას ვარჯიშების შესრულებისას ვერაფერი შეგაჩერებთ

7. ჩიზბურგერზე უარის თქმა და ჯანსაღი საკვების არჩევა გაგიადვილდებათ

ფოტო: FoodInsight

8. გამუდმებით ეცდებით, იოგას ცხოვრების სტილი სხვასაც დააწყებინოთ

9. თქვენი მუცლის კუნთები ასეთი მიმზიდველი არასდროს ყოფილა / ან უბრალოდ არ ყოფილა

10. მორიელის პოზა თქვენი მთავარი მიზანი ხდება