მართალია, ნამდვილმა მეგობრობამ სქესი და ასაკი არ იცის, თუმცა, თუ მაინც გაინტერესებთ, რა ხდება მაშინ, როდესაც პატარძალს გოგო მეგობრები არ ჰყავს, პასუხს ამ ძალიან სახალისო ფოტოებიდან გაიგებთ.

24 წლის რებეკა სინოჰარა ბრაზილიელი პატარძალია, რომლის ყველა საუკეთესო მეგობარიც ბიჭია. ამიტომ, რებეკამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოებში, სწორედ თავის საუკეთესო ბიჭ მეგობრებთან ერთად ეპოზიორა.

"ინჟინერიის კლასში 56 ბიჭი და მხოლოდ ოთხი გოგო ვსწავლობდით, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი არჩევანი არც მქონია", - ხუმრობით აღნიშნავს რებეკა.

სასაცილო ფოტოები, რომლებიც ბედნიერ პატარძალს თავის ერთგულ ბიჭ მეჯვარეებთან ერთად ასახავს, აი, ასე გამოყურება: