ფრანგულმა მოდის სახლმა Chanel-მა ბეწვისა და ეგზოტიკური ტყავის გამოყენება აკრძალა და კოლექციიდანაც ამოიღო.

კარლ ლაგერფილდის განცხადებით, ცვლილება, რომელიც რეალურად ცხოველთა უფლებადამცველთაგან წნეხს მოჰყვა, შანელმა დამოუკიდებლად მიიღო და ეს ნაბიჯი ეთიკურ სტანდარტებთან თანხვედრას ემსახურებოდა.

შანელი ყველაზე ხშირად გველის, ნიანგის და ხვლიკის ტყავს იყენებს, თუმცა მის კოლექციაში ბეწვიც ხვდება.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (PETA) ინსტაგრამზე მოდის სახლის გადაწყვეტილებას მიესალმა:

"2018 წელს დიზაინერები ქვის ხანიდან გამოდიან".

შანელის საიტიდან პითონის ტყავის ჩანთები უკვე აიღეს, თუმცა შანელის განცხადებით, მაღაზიებიდან პროდუქციის ამოღებას დრო დასჭირდება.