მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს წესებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინაუგურაციის ჩატარების პირობები. ამის შესახებ კახიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ წესების განსასაზღვრად არსებობს პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანება. ამ წესის მიხედვით, ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა და იმ პირთა წრე, რომელიც ამ დროს პრეზიდენტს ხვდება.

"2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს უკვე არ არის ჰარმონიაში დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერს ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი", — თქვა კახიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებით ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ და მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

ამავე თემაზე: