არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ იყო. ზურაბიშვილმა ამაზე The Daily Beast-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მე შევხვდი ბატონ ივანიშვილს არჩევნების შემდეგ. მან მითხრა: "შენ არ ხარ ვალში მმართველ პარტიასთან, შეგიძლია დამოუკიდებელი იყო", — თქვა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს მხარს აქტიურად უჭერდა. საარჩევნო კამპანიის ბოლოს კი ზურაბიშვილი ბანერებზე პარტიის კაცმა ლიდერებმა ჩაანაცვლეს.

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც. პარტიის თავმჯდომარე ამბობდა, რომ არჩეულ პრეზიდენტს "ქალბატონოთი" მიმართავდა, ხოლო როგორც ქალი ლიდერი, თამარ მეფეს შეადარა.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი გუნდის არაერთმა წევრმა სალომე ზურაბიშვილს ათი ათასობით ლარი შეწირა.